Quantcast
Channel: ბრძნული - Literatura.Mcvane.Ge
Viewing all 239 articles
Browse latest View live

ილია ჭავჭავაძე - ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა

$
0
0
ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.

თამაზ ჭილაძე - ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს

$
0
0
"ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის.. ჩვენ მისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შეუძლია, ამიტომაა, რომ ადამიანები ცდილობენ, ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან. ჩნდება ნიღაბი, გრიმი, პოზა.. ალბათ, რამდენად მშვენიერია ადამიანი თავისი ნამდვილი სახით.. და როცა ასეთ ადამიანს ვხვდებით, არ ვუჯერებთ, გვგონია, ისიც გვატყუებს.."

გოდერძი ჩოხელი - "ადამიანთა სევდა"

$
0
0
"- ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში?

- ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს, მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი."

გოდერძი ჩოხელი - "ადამიანთა სევდა"

აკუტაგავა რიუნოსკე - არა, ყველაფერი როდი ვიცი …

$
0
0
არა, ყველაფერი როდი ვიცი … ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი."

აკუტაგავა რიუნოსკე

ლინკოლნის წერილი მასწავლებელს

$
0
0
cnobili adamianebi pirovnebebi abraam linkoln brdznuli azrebi gamonatqvamebi
ლინკოლნის წერილი მასწავლებელს


ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.

"ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე. ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა, რომ შევძლოთ საჭიროა გქონდეს რწმენა, სიყვარული და მხნეობა.

იბრძოლე ბედნიერებისთვის ...

$
0
0
ibrdzole bednierebistvis brdznuli azrebi gamonatqvamebi literatura
იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი… არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც.

ოტია იოსელიანი – ციტატები

$
0
0
„გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე!



ოტია იოსელიანი ციტატები otia ioseliani citatebi

ოტია იოსელიანი – ციტატები 2

$
0
0
ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ. ასე რომ, ბავშვობიდან, თავდაპირველიდან, საწყისიდან, დაშორება არ არსებობს. ზოგჯერ დრევანდელიც არაა ისე დღევანდელი, როგორც ის პირველი, დასაბამი, საფუძველი.




ოტია იოსელიანი ციტატები otia ioseliani citatebi

8 ჭეშმარიტება, როცა ყველაფერი ცუდად მიდის...

$
0
0
ბედნიერება პრობლემების სიმცირეს კი არ გულისხმობს, არამედ მათთან გამკლავების უნდარს. დაინახე ის, რაც გაქვს და ნუ მისტირი დაკარგულს.
მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ვინც სიცოცხლისათვის იბრძვის!



საინტერესო საკითხავი ბრძნული აზრები ჭეშმარიტება saintereso sakitxavi brdznuli azrebi cheshmariteba

აგათა კრისტის ცხოვრებისეული გამონათქვამები

$
0
0
ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია.



საინტერესო საკითხავი ბრძნული აზრები ჭეშმარიტება saintereso sakitxavi brdznuli azrebi cheshmariteba

მიხეილ ჯავახიშვილი - ბრძნული გამონათქვამები

$
0
0
დიდი ტილოს ავტორმა რომანი უნდა დაასრულოს, რამდენიმე თვე დაასვენოს, თვითონაც დაისვენოს, მერმე ისევ გადაიკითხოს, გადააკეთოს, ისევ დაასვენოს, და ეს ოპერაცია მანამდე იმეოროს, სანამ საბოლოოდ არ დამწიფდებოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაუტანოს იგი მკითხველს. ასე აყენებენ კარგ ღვინოს, ასე იწერება კარგი რომანიც. მაგრამ ერთსაც და მეორესაც უძირო მოთმინება სჭირდება, ჩვენ კი, მწერლებს, საამისოდ არა გვცალია.

დიდი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები

$
0
0
დიდი ღირსების ადამიანს მცირე ნაკლოვანება და შეცდომა ყოველთვის უნდა შეენდოს.

ეშენბახი



დანარჩენი იხილეთ სრულიადში

დიდი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები

$
0
0
გონება იტანს უბედურებას, ვაჟკაცი გულდაგულ წინ უდგას, მოთმინება და სარწმუნოება კი სძლევს ხოლმე.

რენანი




დანარჩენი იხილეთ სრულიდში

დედა ტერეზა

$
0
0
"შენ თუ სულ იმით ხარ დაკავებული, რომ განსაჯო ადამიანები, მაშინ შენ დრო აღარ დაგრჩება იმისთვის, რომ ისინი შეიყვარო "


დედა ტერეზა

ზიგმუნდ ფროიდის გამონათქვამები

$
0
0
" ერთადერთი ადამიანი ვისაც თავი უნდა შეადაროთ ეს არის, ის ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ ეს არის ის ვინც ხართ ახლა. "

ოტია იოსელიანი - ბრძნული გამონათქვამები

$
0
0
„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მემართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი.“

სიყვარული ერთადერთი ძალაა ...

$
0
0
სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელიც ქმნის ადამიანს - უძლიერესს, ქალს - ულამაზესს, მამაკაცს - კეთილს, სულს - მშვიდს, ცხოვრებას კი - ლამაზს!

თუ საუბარია სიყვარულზე ...

$
0
0
"თუ საუბარია სიყვარულზე, ქალს იმაზე მეტი ესმის, ვიდრე მამაკაცი ლაპარაკობს."

ფრიდრიხ ნიცშე - ბრძნული გამონათქვამები

$
0
0
„ნუ გეშინიათ ვინმეს დაკარგვის. თქვენ არ დაკარგავთ იმას, ვინც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის. იკარგებიან ისინი, რომლებიც გამოგზავნილნი არიან თქვენთვის, როგორც გამოცდილება. რჩებიან ისინი, რომლებიც გამოგზავნილნი არიან ბედისწერით."

ფრიდრიხ ნიცშე

ილია II სიტყვები

$
0
0
"მხოლოდ სიყვარულითა და მორჩილებით შეიძლება მტრის ძლევა. ბოროტებით ბოროტება ვერ გამოსწორდება"

ილია II
Viewing all 239 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>